Posts

Showing posts from May, 2017
მე-4  დღე განვიხილეთ ზოგადი,  თემატური, შინაარსობრივი კითხვები, მოვარგეთ ჩვენი პროექტის  თემას,  ავტვირთეთ  საქაღალდეები დრაივზე,  ჩემთვის  საკმაოდ რთული იყო დღევანდელი ტრენინგი, არ ვიცი, რატომ. იმედია, შემდეგ  შეხვედრებზე ამ სირთულეს დავძლევ.
მე-3 დღე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე, ავირჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები, დავამუშავეთ  პროექტის მიზნები, განვიხილიეთ საგნების მიხედვით  ეს მიზნები, გამოვიყენეთ  ბლუმის ტაქსონომიიდან  ზმნების კლასიფიკაცია,.საინტერსო იყო კოლეგების  მოსაზრებები, ნათლად ხსნიდა  ტრენერი ყველა საკითხს.  საკმაოდ დატვირთული იყო სამუშაო პროცესი.

მე-2 დღე

საინტერესო დღე გვქონდა. განვიხილეთ  პროექტების  იდეები, თემები, აქტივობები,  ყველა მსმენელმა ისაუბრა  თავის თემის გარსემო, შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო, გავეცანით პროექტის  შეფასების რუბრიკებს, გავეცანით საიტს ncp.ge.

1-ლი დღე

გავეცანით სამუშაო განრიგს   ტრენინგის ძირითად კურსს  ელექტრონული სახელმძღვანელოს სტრუქტურას  ვნახეთ  პროექტების შაბლონები,    გეგმები  ვისაუბრეთ  მათ გარშემო  გავეცანით  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.  1-ლი დღე იყო საქმიანი, დატვირთული. შევქმენით  ახალი ბლოგი, ჩემთვის საინტერესო იყო  პროექტების  თემები, გეგმები, როგორ შევქმნათ პროექტი, მომეწონა  სამუშაო   გარემო, ვფიქრობ რომ შემდეგი დღეებიც იქნება პრდუქტიული.